პოლიტიკა

კელი დეგნანი: მნიშვნელობა არ აქვს, ხმელეთით შემოვა თუ ზღვით, საქართველოს მოსახლეობა მათ არ მიესალმება

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, „არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსების საქართველოში შემოსვლას”.

ელჩი კრუიზის შემოსვლის პარალელურად ბათუმის პორტში გამართულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი მოსახლეობა არ მიესალმება რუსებს, გამოთქვამს პროტესტს, რაც კონსტიტუციით დაცული უფლებაა.

„არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ უნდა ელოდოს, რომ [ქართველები] მიესალმებიან რუსების შემოსვლას, მაშინ როდესაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ როდესაც ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლით ის ოჯახებს ყოფს, მაშინ როდესაც აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში და არ უშვებენ. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს ხმელეთით შემოვა თუ ზღვით, რა თქმა უნდა, ქართველი მოსახლეობა მათ არ მიესალმება და ისინი გამოთქვამენ პროტესტს, რაც გახლავთ კონსტიტუციით დაცული უფლება და ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და გამოხატავენ პროტესტს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საკრუიზო ლაინერს, რომელიც ბათუმში დილის 06:00 საათისთვის შევიდა, აქციებით დახვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლაინერამდე მისასვლელი გზა გადაუკეტეს, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად, შსს-მ აქციის 9 მონაწილე დააკავა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,319 ნახვა