პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც შენს ტერიტორიულ მთლიანობას უსიტყვოდ აღიარებს, თან ცხოვრების წესის შეცვლასაც არ გთხოვს – არის თუ არა ლოგიკური, თუნდაც ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივის მიმართულებით საქართველომ ჩინეთზეც გააკეთოს აქცენტი?

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტმა ჩინეთში. აკაკანდნენ ფსევდო-ლიბერალები და სიტყვით მედასავლეთეები. – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

კაკაბაძე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ჩინეთის როლზე და აღნიშნავს, რომ ზესახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელი, ერთიანი და სტაბილური საქართველოს მხარდაჭერა მისასალმებელია. მისი თქმით, ანტიჩინური კამპანიის გამღვივებელი შიდა ძალები არა საქართველოს გაერთიანებით, არამედ დასავლური ძალების გაბატონებით არიან დაინტერესებული. როგორც ნანა კაკაბაძე აცხადებს, მათი მიზანია, ლიბერალურ- ფაშისტური ძალების დახმარებით ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნება.

“ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტმა ჩინეთში. აკაკანდნენ ფსევდო¬ლიბერალები და სიტყვით მედასავლეთეები. თავი რომ დავანებოთ პომპეზური დახვედრით გულგახეთქილი თანამზრახველების დამშვიდების ტაქტიკას („მერე რა, ბურუნდის, მავრიტანიის და გაიანას პრეზიდენტებსაც კი ხვდებიან ჩინეთში ასე, კომუნისტურ-პიონერულდ“), ამ ვიზიტთან დაკავშირებული მათი მთავარი გზავნილი ასეთია: „ჩინეთთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი და საჭიროა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც კარგია. რაც მეტი იქნება ჩვენი ექსპორტი უკეთესი, თუმცა ძვირადრირებულ ბაზრებზე რომ გავიტანოთ პროდუქტი და მეტი ძალისხმევა ამაში ვცადოთ, უფრო სასარგებლო იქნება. მაგრამ თვისობრივად სხვა საკითხია სტრატეგიული პარტნიორობა და ნებისმიერ ქვეყანასთან ამგვარი გადაწვეტილების მიღების დროს პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების რისკები უნდა გაიწეროს“-ო, ასე გვმოძღვრავენ ჩვენი ვითომ ძალიან დემოკრატი და ძალიან მედასავლეთე ოპოზიციონერები.

ვინაიდან ყველანაირი „მაგრამ“-ის და „თუმცა“-ს მიუხედავად, თვით ეს ოდიოზური პოლიტიკოს-ექსპერტ-ენჯეოშნიკებიც კი ვერ უარყოფენ ჩინეთთან ეკონომიკური კაშირების გაღრმავების სიკეთეებს, ჩვენც აქცენტი სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადავიტანოთ, რის გამოც ასე გულდადუთქული მოსთქვამს ეს ხალხი. ჯერ ასეთი დახვედრა და შემდეგ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხმამაღალი განცხადებები მკაფიო სიგნალი უნდა ყოფილიყო ევროპა-აშშ-სთვის, რომ საქართველოსთან პარტნიორობა და სი ძინ პინის მინიშნება, „მიუხედავად პოლიტიკური ვითარების ცვალებადობისა, საქართველო უსაფრთხო შუა დერეფანი იქნებაო“, ოდნავ მოაზროვნე ყველა ადამიანმა ისე გაიგო, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ჩინეთი იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას.

ოპოზიციის “ვარსკვლავები” ჩივიან, არ შეიძლება ორი ბატონის მონობაო, რითაც ფაქტობრივად აღიარებენ, რომ თვითონ ერთი ბატონის მონები არიან. მათგან განსხვავებით, ვინაიდან ჩვენ არც ერთი ბატონის მონობას არ ვაპირებთ, მოდით, იმაზე ვისაუბროთ, რა პერსპექტივები შეიძლება მოგვიტანოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის სიმაღლემდე აყვანილმა ურთიერთობამ ქვეყნისთბის ყველაზე მტკივნეული საკითხის – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის მოახლოების თვალსაზრისით. კ

არგად ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლებების მიერ 30 წლის წინ აღებულმა კურსმა (მკვეთრად ანტირუსული და მკვეთრად პროდასვლური) შედეგად ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა მოგვიტანა. მას შემდეგ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები (ამერიკა-ევროპა) მუდმივად გაიძახიან, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს არის და ეს, შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მცდელობებით (თუ მათი მხრიდან ასეთს საერთოდ აქვს ადგილი) ერთი დევნილიც კი არ დაბრუნებულა ლეგალურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფრო მეტიც, აქა-იქ უკვე გაისმის მოწოდებები, რომ ეს ტერიტორიები საქართველოსთვის მხოლოდ ტვირთი და წინაღობაა ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და იქნებ ჯობდეს, ვაღიაროთ მათი დამოუკიდებლობა და მათ გარეშე უფრო ადვილად შევალთ ნატო-ევროკავშირშიო. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ამ თვალსაზრისით ბევრ რამეს ცვლის. ვიცით, რომ აშშ-ს, ევროპის და რუსეთის პარალელურად ჩინეთი მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბირთვული სახელმწიფოა. ამჯერად თავი დავანებოთ მის ზოგად პრეტენზიებს მსოფლიოში, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ინტერესები აქვს მას ჩვენს რეგიონში… ამ ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ასეთი ზესახელმწიფო აცხადებს, რომ მის მიზნებს ემთხვევა დამოუკიდებელი, ერთიანი და სტაბილური საქართველოს არსებობა, ეს არის თუ არა მისასალმებელი?

დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობით ჩვენ 30 წელია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უშედეგოდ ვცდილობთ. როგორ მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ, რომ დასავლეთი რუსეთს ეკეკლუცება. კონფრონტაციის არიდების მიზნით, მხოლოდ სიტყვით აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქმე კი სულ უკან და უკან მიდის. და როდესაც გამოჩნდება სხვა უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე, რომელსაც, ჩვენი ლიბერალი ექსპერტების მტკიცებით, რუსეთზე უდიდესი ზეგავლენა აქვს, ბევრ საკითხში კარნახობს კიდეც მას პოლიტიკურ ნაბიჯებს.ასეთი უდიდესი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც შენს ტერიტორიულ მთლიანობას უსიტყვოდ აღიარებს, თან ისე, რომ ცხოვრების წესის შეცვლასაც არ მოითხოვს შენგან, არის თუ არა ლოგიკური, რომ თუნდაც ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივის მიმართულებით საქართველომ სწორედ ჩინეთზე (ც) გააკეთოს აქცენტი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დასავლეთისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში ეს იმ დასავლეთსაც გამოაფხიზლებს ჩვენთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოს გაერთიანებაზე კი არ (ან ვერ) მუშაობენ, არამედ პრაქტიკულად ცდილობენ, რომ დე-ფაქტო დაკარგული ტერიტორიების დე-იურედ დაკარგულად აღიარების სიკეთეები დაგვანახონ და ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებული ეს „ტვირთი“ მოგვაცილონ.

ასე რომ, ანტიჩინური კამპანიის წამომწყებები ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში მხოლოდ ის შიდა ძალები იქნებიან, რომლებისთვისაც პრიორიტეტი საქართველოს გაერთიანება ან ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა კი არ არის, არამედ ვისთვისაც მთავარი საქართველოში ვითომ ლიბერალ-დემოკრატიული (სინამდვილეში ლიბერალ-ფაშისტური) დასავლური ძალების გაბატონება და ამ ძალების საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნებაა.” – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,085 ნახვა