კაზუსი მოხდა საბერძნეთში, საბრძოლო მასალების ერთ-ერთი საწყობის ინსპექტირებისას, სადაც რეგიონში გავრცელებული ხანძრების გამო, აფეთქება მოხდა. შემოწმება შეჩერდა, ბერძენ კონსერვატორებს კი, ადგილობრივ არჩევნებში სავარაუდოდ, დიდი პრობლემები შეექმნათ.
„ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა საიდუმლო სამხედრო რუკების ფორტოები, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასი ათავლიერებდა არაგეგმიური შემოწმების დროს ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ავიაბაზაზე . ამგვარად, ბანაკის ადგილმდებარეობის გაშიფვრა მოხდა“,-იუწყება antitheto܂gr, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიციის „დამოუკიდებელი საინფორმაციო რესურსს“ წარმოადგენს.
რუკების ფოტოების გაჟონვის შემდეგ ინსპექციის შეჩერება მოხდა. მინისტრის მოადგილის ვიზიტები კი, რომელიც დაგეგმილი იყო სხვადასხვა აეროდრომებზე, გადაიდო.
მედია მომხდარს „თავდაცვის სამინისტროს მორიგ ფიასკოს“ უწოდებს, რომელსაც არასასურველი შედეგები ექნება მმართველი პარტიისთვის.