უცხოური მედია

THE TIMES: ბრიტანეთმა 43 ტანკი Challenger 2 გაანადგურა, რომელიც შეეძლო, უკრაინისთვის გადაეცა

„ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაანადგურა ათობით ტანკი Challenger 2, რომელიც შეეძლო, გაეგზავნა უკრაინის დასახმარებლად. ეს გადასახადების გადამხდელებს მილიონობით ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ“,- ამის შესახებ THE TIMES წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია £4,3 მლნ-ზე. რემონტი Challenger 2-ის, რომელიც ბრიტანული ჯავშანტექნიკის ძირითად ნაწილს წარმოადგენს, 10 წლის წინ „ეკონომიკურად წამგებიანად“ მიიჩნიეს.

გამოცემა წერს, რომ 1990-იან წლებში ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიძინა 386 Challenger 2, რომელთაგანაც 40-ის უტილიზება მოხდა 2010 წელს. ტექნიკა ერაყში ომის დროს გამოიყენეს, ახლა კი, თავდაცვის უწყება გეგმავს, შეამციროს Challenger 2-ის რიცხვი 227-დან 148-მდე. ამასთან, ჟავშანტექნიკის პარკი განახლდება ახალ სტადარტამდე, Challenger 3-მდე.

„დიდ ბრიტანეთში მათი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება. ამასთან, ითვლებოდა, რომ ევროპაში სახმელეთო ბრძოლები წარსულს ჩაბარდა,-აღიარა კრამპმა- ეს არის ის, რაშიც შვენ შევცდით“.

ამჟამად, გაერთიანებულ სამეფოში შიშობენ, შეძლებს თუ არა ბრიტანული არმია ხანგრძლივი კონფლიქტის წარმართვას მას შემდეგ, რაც წლებია, თავდაცვის ხარჯებს ამცირებს“,-წერს The Times.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,727 ნახვა
%d bloggers like this: