პოლიტიკა

დავით დარჩიაშვილი: ვინც იმუქრებოდით, გული არ დაგწყდეთ, ისევე ვივლი ქუჩებში და მიდით, გამოავლინეთ თქვენი ბუნება, “სამართლიანობის აღმდგენებო“

ბოდიში მათ, ვისაც იმ პოსტზე, სადაც შავაძის საქმეზე კითხვები დავსვი, არგუმენტირებული მსჯელობა ჰქონდა, თუნდაც პოსტის სტილს ან შინაარსს არ დათანხმებოდა,- ასე ეხმაურება ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი დავით დარჩიაშვილი, მის მიერ როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული, სკანდალური პოსტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.

„ისეთი ორკესტრირებული ნიაღვარი წამოვიდა ლანძღვის და მუქარის, პოსტი გავაუქმე. კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ იმ ბანდასთან, რომელიც ხელისუფლებაშია ან მასთანაა, ადამიანური საუბარი შეუძლებელია. სიტყვას არ ჰქონდა უკვე ჩემგან მნიშვნელობა – მე გამოვყავდი შავაძის მკვლელობის გამამართლებლად. ბუნებრივია, არ ვგულისხმობ მათ, ვისაც პოსტში გამოხატულ მოსაზრებაზე ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდა. კითხვები მაქვს მეც, მაგრამ აქ საჯაროდ მსჯელობა შეუძლებელია. თქვენ კი, ვინც იმუქრებოდით, გული არ დაგწყდეთ – ისევე ვივლი ქუჩებში და მიდით, გამოავლინეთ თქვენი ბუნება, “სამართლიანობის აღმდგენებო,” თქვენა“,-წერს დავით დარჩიაშვილი.

დარჩიაშვილი დაჩი ცაგურიასაც მიმართავს:

„გავიგე, ნაძირალას მეძახი და ჩემი პოსტის შინაარსს ამახინჯებ. არც ამ პოსტის, რომელიც 2008 წელს როინ შავაძის მკვლელობას ეხება, ვერ თუ არგაგება მიკვირს შენგან და არც უზრდელობა, რადგან ვირისგან წიხლი არ უნდა მეწყინოს. რაც შეეხება ჩემი პოსტის შინაარსს: მე არ ვიცი, რა მოხდა 2008 წლის 16 აგვისტოს. არის ორი ვერსია – თანამშრომლობდა ის რუსულ გრუ-სთან და ამის გამო მოკლეს ჯერაც მიმდინარე საომარ ვითარებაში, თუ არ თანამშრომლობდა და პოლიტიკური მიზეზით გაუსწორდა ვიღაც. ამ მეორე ვერსიას შენ ავითარებ და მეუბნები, რომ ეს “მთელმა ბათუმმა იცის”. და როგორ დაგიჯერო სიტყვაზე შენ, რომელიც ხელისუფლებაში ტყუილების საფუძველზე მოხვედი? არ მკითხო, რა ტყუილებით – ცოცხის დადგმით, ოპონენტებისათვის ბავშვის მკვლელობის დაბრალებით, უფასო ფულის დაპირებით…აღარ გავაგრძელებ. კიდევ გირგვლიანზე მე მაბრალებ რაღაცას, რომ სვანური საქმის გარჩევის დადგმა მინდოდა. არ ვიცი, რაზე საუბრობ – იქნებ შენს მურუსიძეს უნდოდა? იმაზე რაღა ვთქვა, რომ თურმე მილიონიან კონტრაქტებს ვდებ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისაგან ჩამოსაცილებლად: გავს შენი ხელისუფლების სტილს – საკუთარი ცოდვები ოპონენტს დააბრალოს. ჩემი ხელისუფლება მართლა ბევრ რამეში ცოდავდა, ჩემო დაჩი, ისევე, როგორც ყველა ქართული ხელისუფლება. მაგრამ რასაც თქვენ აკეთებთ, არავის უკადრებია.შავაძის საქმე აუცილებლად გაირკვევა – ოჯახისთვისაც და საზოგადოებისათვისაც. და მე პირველი ვიქნები, ვინც აღიარებს, თუ ის სრულიად უდანაშაულო აღმოჩნდება. მაგრამ ეს არ და ვერ მოხდება თქვენს ჯიბის სასამართლოში. მოგვიწევს მოცდა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,695 ნახვა