პოლიტიკა

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამარცხვინო ლაქა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის. საინტერესო იქნებოდა უფრო ცხადად განხილვა ამ საქმის – იაგო ხვიჩია

„ჯერ ეჭვის საფუძველზე ადამიანის დასჯა არ შეიძლება, მერე ადამიანის დასჯა სიკვდილით ზოგადად არ შეიძლება და სასამართლოს გარეშე ადამიანის დასჯა არ შეიძლება, არასაჯაროდ ადამიანის გასამართლება არ შეიძლება. რამე პრინციპი თუ არსებობს სამართალში, თუ ის მართალია რასაც ამბობენ, ყველაფერი დარღვეულია და ამიტომ საინტერესო იქნებოდა უფრო ცხადად განხილვა ამ საქმის, ვიდრე მისი მხოლოდ ერთი კომპონენტის. ადამიანს, რომელიც ახლა საჯარო პოლიტიკაში არც არის, რა აზრებს გამოთქვამს და რა კონტექსტიდან გამოთქვამს, მე უბრალოდ თვალს ვერ ვადევნებ და არ მინდა, რომ ეს თემა ვიღაცის აზრის კომენტირებაში გადახურდავდეს. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუ ასეთი რამ მართლა მოხდა ამ ქვეყანაში“, – ამის შესახებ „გირჩის„ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, იგივე საქმეზე დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს; მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი, ყორღანაშვილსაც დაიცავდა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,942 ნახვა
%d bloggers like this: