პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იდეოლოგია გულისხმობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას

რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, ჩემთვის უინტერესოა, მთავარი არ არის, ვინ არის პარტიის ხელმძღვანელი და თავმჯდომარე, მთავარია ის პოლიტიკური იდეოლოგია, რასაც „ნაცმოძრაობა“ ეფუძნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იდეოლოგია გულისხმობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური პრობლემა იდეოლოგიაშია. შეიძლება ამა თუ იმ ხელმძღვანელმა მწვავედ გვაჩვენოს ის პრობლემა, რაც იდეოლოგიურ პრობლემას გულისხმობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,317 ნახვა