პოსტები სოციალური ქსელიდან

მე უკრაინელი ვარ პასპორტით და სულით და ჩემთვის მტკივნეულია, როცა ჩემს თანამოქალაქეებს ამცირებენ დღისით-მზისით – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს შემოსვლასთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლაზე უკრაინის მოქალაქის დაკავებას ეხმაურება. 

„გუშინ, იმ ბათუმელებს, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსულ პროპაგანდისტულ გემს, ქვებს ესროდნენ ის რუსები, რომლებიც გამოექცნენ მობილიზაციას რუსეთიდან საქართველოში. მათ მონახეს საკუთარი ფრონტი. რა თქმა უნდა, ქართული პოლიცია, რომლითაც ჩვენ ოდესღაც ვამაყობდით, ხოლო ახლა გადაქცეულია ერის სირცხვილად, მათ ხელს არ უშლიდა. სამაგიეროდ, ძალიან უხეშად შეტენა მანქანაში და დააკავა ძალიან მშვიდობიანი და ინტელექტუალი უკრაინელი ქალი – მარინა ჩობანიანი.მე ავაშენე ბათუმი – და დღეს ის ღორძაღლების პოლიგონადაა გადაქცეული. მე შევქმენი ქართული პოლიცია – და მე მათ მაგივრად მრცხვენია. მე ვარ უკრაინელი პასპორტით და სულით და ჩემთვის მტკივნეულია, როცა ჩემს თანამოქალაქეებს ამცირებენ დღისით-მზისით.ამიტომ, როგორც უკრაინელი და როგორც ქართველი ერთდროულად, ვიბრძოლებ ამ აღვირახსნილი უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, რომ არ გავიმარჯვოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, 30 ივლისს, ღამის 12 საათზე ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო აქცია, რომლის მონაწილეებიც ბათუმის პორტში სოჭიდან რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, რის შედეგადაც, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.

აქცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა 31 ივლისს. ცალკეულ შემთხვევებში, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი აქციის მონაწილეების ნაწილსა და ლაინერიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის.

საბოლოოდ, ლაინერმა პორტი დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. 

ამ დროისთვის, Astoria Grande-ს ვებგვერდიდან ამოღებულია ბათუმი, როგორც ტურის ერთ-ერთ მოსანახულებელი ლოკაცია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,803 ნახვა