პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ტრამპზე: ამ ლოგიკით გამოდის, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია პასუხისგებაშია მისაცემი

ფაქტობრივად ეს იყო, რაზეც დეზინფორმაციულად ცდილობდა საბოტაჟი გამეწვია და პოლიტიკური კრიზისი ხელოვნურად შეექმნა ოპოზიციას. ანუ ამ ლოგიკით გამოდის, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია პასუხისგებაშია მისაცემი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„აქედანაც ძალიან სწორად და კარგად იკვეთება თუ როგორ იქცეოდა ანტისახელმწიფოებრივი ეს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში 2020 წლის არჩევნების დროს და ისინი ამით ფაქტობრივად შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი და მხარი, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,727 ნახვა
%d bloggers like this: