პოლიტიკა

სოფო ჯაფარიძე: სააკაშვილმა უკრაინაში ძალიან დიდი ფუფუნება, დიდი კომფორტი დატოვა და აქ ჩამოვიდა, რომ საქართველო იხსნას

მისი ბრძოლის განწყობა არის უცვლელი, ის იბრძვის და სწორედ, ამისთვის არის ის საქართველოში ჩამოსული“,-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ტv-პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილმა უკრაინაში დიდი კომფორტი და ფუფუნება დატოვა და საქართველოში თავისუფლებისთვის საბრძოლველად ჩამოვიდა.

„მან უკრაინაში დატოვა ძალიან დიდი პატივისცემა, ძალიან დიდი ფუფუნება, ძალიან დიდი კომფორტი და ჩამოვიდა აქ, რომ ჩვენი ქვეყანა გარუსებისგან იხსნას. იმისთვის, რომ იბრძოლოს ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამ მდგომარეობაშიც კი, ის აქტიურად იბრძვის და გვანახებს ჩვენ ბრძოლის მაგალითს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი უსაყვარლესი ადამიანების მხარდაჭერა, და პირველ რიგში, ბრძოლა. იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან ამის ფასი. ისინი უნდა დავაბრუნოთ ჩვენ თავიანთ ოჯახებში. ისინი უნდა დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,741 ნახვა
%d bloggers like this: