უცხოური მედია

უკრაინის საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩი დაიბარეს, ვარშავაში კი საპასუხოდ – უკრაინის ელჩი. კიევის საქციელით უკმაყოფილოა პოლონეთის ოპოზიციაც 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, კიევში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ჩიხოცკი დაიბარეს და განმარტებები მოსთხოვეს  პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, მარჩინ პშიდაცის განცხადების გამო ,-ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ მარჩინ პშიდაცმა ინტერვიუში განაცხადა: “უკრაინამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან. დროა, მათ დაიწყონ იმის დაფასება, რასაც წლების და თვეების განმავლობაში ჩვენ მათთვის ვაკეთებდით” .

საკითხი ეხებოდა უკრაინული წარმოების საკვები პროდუქტების ტრანზიტის აკრძალვას პოლონეთის ტერიტორიიდან. ვარშავაში ამბობენ, რომ იცავენ თავიანთი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორს და უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებენ. 

პოლონელი დიპლომატის დაბარების საპასუხოდ, ვარშავამ ანალოგიურ ზომას მიმართა და პოლონეთში უკრაინის ელჩი დაიბარა. პოლონელმა დიპლომატებმა კი, მათ შორის ოპოზიციონერებმა, კიევის ქმედებას შეურაცხმყოფელი უწოდეს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონეთის ელჩის დაბარება, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს ერთადერთი იყო, ვინც კიევი არ დატოვა,  არ უნდა მომხდარიყო“,-დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში. 

როგორც მორავეცკიმ აღნიშნა, საერთაშორისო პოლიტიკაში, გახანგრძლივებული ომის პირობებში, როდესაც უკრაინამ უზარმაზარი დახმარება გაუწია უკრაინას, ასეთი შეცდომა არ უნდა მომხდარიყო.

„ჩვენ ყოველთვის დავიცავთ პოლონეთის ღირსებას , მის უსაფრთხოებას და არცერთი სხვა ქვეყნის ინტერესებს ჩვენი რესპუბლიკის ინტერესებზე მაღლა არ დავაყენებთ“,-დაწერა მან.

პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა, ბაატა შიდლომ, რომელიც ამჟამად ევროპარლამენტარია, ასევე უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის ქმედების გამო.

„პოლონეთმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც სულ მცირე, უცნაურად ჟღერს. უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ პოლონელების განცხადებები უკრაინელების უმადურობასთან დაკავშირებით, „მიუღებელია“. ეს გაუგონარია. უკრაინის ხელისუფლების საქმე არ არის პოლონელი პოლიტიკოსების გამონათქვამების კრიტიკა. აღშფოთებისა და აბსურდული ჟესტების ნაცვლად, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა მიიტანოს გულთან ახლოს პოლონეთიდან გაგზავნილი მესიჯები“,-დაწერა შიდლომ სოცქსელში.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები მხოლოდ ურთიერთგაგებაზე უნდა იყოს დამყარებული. 

„პოლონეთის ელჩის დაბარება უკრაინის საგარეო უწყების მიერ, ერთმნიშვნელოვნად, შეცდომაა.  პოლონეთის ოპოზიცია, ისევე, როგორ მთელი ქვეყანა, მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესებს ჩვენთვის  ყოველთვის უპირველესი მნიშვნელობა აქვს“,-განაცხადა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა. 

ფოტოზე მარცხნივ- უკრაინაში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ჩიხოცკი, მარჯვნივ- პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,078 ნახვა
%d bloggers like this: