უცხოური მედია

ყაზახეთიდან რუსეთისკენ სამხედრო ტექნიკის მოძრაობა დაფიქსირდა

ყაზახეთში გზაზე რუსეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დაფიქსირდა. შესაბამისი ფოტოები ყაზახმა ჟურნალისტმა ლუკპან ახმედიაროვმა გაავრცელა. ინფორმაციას ua.news ავრცელებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ფოტოები 29 ივლისს ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში იყო გადაღებული. ეს სავარაუდოდ საინჟინრო ტექნიკაა.

„ამ ფოტოებზე ჩანს რუსული ნომრების მქონე ტრაილერები, რომლებსაც სამხედრო ტექნიკა ყაზახეთის ტერიტორიიდან რუსეთში გადააქვს. ალბათ ჩვენს „ვეფხვს“ უნდა, რომ შპაგატი გააკეთოს მთელ ნორმალურ სამყაროსა და რუსეთს შორის“, – წერს ახმედიაროვი.

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ტექნიკა ყაზახეთს არ ეკუთვნის.

„ამ ტექნიკას ყაზახეთის რესპუბლიკასთან კავშირი არ აქვს. ის საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ყაზახეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში გადააქვთ დაგეგმილი რემონტის ჩასატარებლად“, – აცხადებენ ყაზახეთის თავდაცვის უწყებაში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის, სომხეთის და ჰონკონგის ბანკებმა დაიწყეს ელექტრონული ტექნიკის შესაძენად გადახდების ბლოკირება, რომელთა მიწოდება რუსეთში პარალელური იმპორტით ხდებოდა. მანამდე ყაზახეთში აღიარეს, რომ რუსეთს ისეთ საქონელს აწვდიდნენ, რომლის გამოყენება სამხედრო მიზნებშია შესაძლებელი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,075 ნახვა
%d bloggers like this: