ჩინეთი უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტს ზღუდავს.
ქვეყანამ დროებით, კონტროლი დააწესა დრონების საზღვარგარეთ გატანაზე. ახლა კომპანიები ვერ შეძლებენ სამოქალაქო დანიშნულების უპილოტო აპარატების ექსპორტს ხელისუფლების სპეციალური ნებართვის გარეშე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუკავშირა რისკს, რომ შესაძლოა, სამოქალაქო დანიშნულების აპარატები საომარი მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. ახალი წესი ძალაში 2023-ის 1 სექტემბერს შევა.
Facebook Comments Box