პოლიტიკა

დათო გამცემლიძე – საშინელება უნდა დავწერო ახლა- ISFED-ზე რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს, აბსოლუტური სიმართლეა

ISFED-თან დაკავშირებით რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს აბსოლუტური სიმართლეა.100%-იანი სიმართლე კი არა, 1 000 000%-იანი სიმართლეა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო გამცემლიძე წერს.

მისი თქმით, სანამ თუნდაც ერთი დასავლური საელჩო, დასავლური (ევროპული ან ამერიკული) ორგანიზაცია, NGO თუ სახელმწიფო ორგანიზაცია (მაგალითად USAID) დარჩება საქართველოში, სანამ თბილისში აკრედიტებულ თუნდაც ერთ ამერიკელ, ფრანგ და ა.შ დიპლომატს  “უდგია სული პირში” იგი მუდამ, იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ ქვეყანაში დაამკვიდროს დემოკრატიის სული და სულისკვეთება: ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა!

“საშინელება უნდა დავწერო ახლა… ISFED-თან დაკავშირებით რასაც ხელისუფლება ლაპარაკობს აბსოლუტური სიმართლეა. 100%-იანი სიმართლე კი არა, 1 000 000%-იანი სიმართლეა. მაგრამ…..რომც ამკუწოთ აქედან თუ იქედან, აქეთურთა თუ იქითურთა, ამას მაინც ვიტყვი: სანამ დასავლეთი დასავლეთია, სანამ ევროპა ევროპაა, სანამ თუნდაც ერთი დასავლური საელჩო, თუნდაც ერთი დასავლური (ევროპული ან ამერიკული) ორგანიზაცია, NGO თუ სახელმწიფო ორგანიზაცია (მაგალითად USAID) დარჩება საქართველოში, სანამ თბილისში აკრედიტებულ თუნდაც ერთ ამერიკელ, ფრანგ… (და ა.შ) დიპლომატს  უდგია სული პირში……. იგი მუდამ, ყოველთვის იბრძოლებს, ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ ქვეყანაში დაამკვიდროს დემოკრატიის გულანი, მისი შინაარსის- შინაარსი, მისი  საფუძველთა-საფუძველი, მისი სისხლი და ხორცი, დემოკრატიის სული და სულისკვეთება:  ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა! არა ცვლილება არამედ ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა!

ამიტომ 1 000 000%-იანი სიმართლეა მეთქი, რასაც ახლა ღირსპატივცემული შალვა პაპუაშვილი ლაპარაკობს ISFED-ის ვითომ შეცდომაზე 2020 წლის არჩევნების შემდეგ. ასეთივე სიმართლეა რასაც თქვენი მონა-მორჩილი ვწერდი და ვწერ 2003 წელს იმავე ISFED-ის  (ზურაბ ჭიაბერაშვილის) იმდროინდელ ე.წ. პარალელურ დათვლაზე – იმავე ეშმაკური` ტექნოლოგიით` (გაუქმებული ან ყველას წინააღმდეგ ბიულეტენების მითვლა საერთო მნიშვნელის შესამცირებლად და მერე ამის გასაPRებლად),  რომელიც ვარდების რევოლუციის უმნიშვნელოვანესი სათქმელი და არგუმენტი გახდა, მაგრამ…….ისტორია ისეთი მრისხანე ფენომენია, მილიარდი პროცენტითაც კი რომ მართალი იყო, ისტორიის ლოგიკა – დემოკარტიის ლოგიკას უფრო ეთანადება ვიდრე შენს მათემატიკურ სიმართლეს. და ზუსტად ამიტომ არის დემოკრატიული ცივილიზაცია, ასევე თვით დემოკრატია უ ძ ლ ე ვ ე ლ ი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მე ვიცი, რა მოჰყვება ახლა ამ პოსტს. მათ შორის ჩემი აქეთური მეგობრების მხრიდან. მე ვწერდი მეთქი – მე. მე თვითონ. და ყველა სიტყვას დღესაც მოვაწერ ხელს რასაც ვწერდი 2003 წელს ჩემთვის დაუვიწყარ დილის გაზეთში  ამ პარალელურ დათვლაზე და იმდროინდელი ISFED-ის მაშინდელ  ეშმაკობაზე, მაგრამ….. კვლავ ვიმეორებ: დემოკრატიული ცივილიზაციის საყრდენი სინამდვილეში ლიბერალური ეკონომიკა კი არ არის, NATO და სამხედრო ძლევამოსილება კი არ არის, ელიტათა კომპეტენტურობა/პროფესიონალიზმი კი არ არის, არამედ სწორედ ეს მექანიზმი, რაზეც მოგახსენეთ: მისი საათივით აწყობილი ფუნქციონირება უკვე საუკუნეთა მანძილზე დემოკრატიებში.

ასეა. რომც ამკუწოთ და ათასი რამ დამაბრალოთ, ნამდვილად  ასეა! ISFED-მა ჩვენ შეიძლება მოგვატყუოს, მაგრამ…… ჩვენ ისტორიას ვერ მოვატყუებთ. აქვე მოკლედ ვიტყვი (ძააააალიან მოკლედ რადგან ეს უდიდესი და ურთულესი  თემაა) რატომ აქვს ესოდენ კეთილმყოფელი შედეგი ხსენებულ მექანიზმს (ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა ს) დემოკრატიებში. პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი სოციუმში ნეგატივისტური მეგა-ნარატივის კონცენტრაციას უშლის ხელს! მის გარეშე ეს ნეგატივისტური მეგანარატივი არა უბრალოდ კონცენტრირდება, არამედ სივდება, შხამით იბერება, მერე დენთს წარმოშობს, მერე სამოქალაქო დაპირისპირებას, რაკი ორთქლის გამოშვების მექანიზმი არ მუშაობს. აი ასეა გარწმუნებთ. ასე იყო 2012 წელს ახლა ისევ სივდება, როგორც ვხედავთ და ვგრძნობთ. ძალიან მარტივად თუ ვიტყვით ასეა ხოლო ხალხურად და მეტაფორულად თუ ვიტყვით: როგორც ადამიანს სჭირდება გვერდის მონაცვლეობა ,თორემ ნაწოლები გაუჩნდება და მისი შხამი მოკლავს! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და აი,  სულ მარტივი ილუსტრაცია, რათა კეთილგანწყობილმა მკითხველმა იოლად გაიგოს, რას ვგულისხმობ: ახლა რომ ბათუმში აქცია მოაწყვეს რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ, თქვენ გგონიათ ესენი თვითონ რომ ხელისუფლებაში მოვლენ და ბათუმელთა ათასობით სამუშაო ადგილის, სეზონის ჩაშლის, უბრალო ადამიანთა  ლუკმა/პურის შენარჩუნებაზე უკვე მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა…..გგონიათ ისინი თვითონ აკრძალავენ რუსულ ტურიზმს? გგონიათ შემოიღებენ რუსებისთვის სავიზო რეჟიმს? გგონიათ გააუქმებენ 284 რეისს კვირაში? მიშა თვითონ დახვდა საზღვარზე რუსებს 2011 წელს და მოიქცა სწორად!

როოოოოოოგორ გეკადრებათ პოლიტიკაში ჩლუნგი სწორხაზოვნება. პოლიტიკა სხვაა ათას ეშმაკურ არგუმენტს მოიგონებენ და გეტყვიან: მაშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ - `კონტექსტია მთავარიო. და იქნებიან კონკრეტულად მტყუანნი, თუმცა ისტორიულად მართლები! ესეც პოლიტიკის კანონია და ამაზე გაბრაზება ისეთივე იდიოტიზმია, როგორც თვით ისტორიაზე, პოლიტიკაზე და მის მრისხანე კანონებზე” – წერს დათო გამცემლიძე Facebook-ზე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,732 ნახვა