კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და მისი მეუღლე სოფი გრეგუარი აცხადებენ, რომ განქორწინება გადაწყვიტეს. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.
„მე და სოფის გვსურს გაგიზიაროთ ფაქტი, რომ ბევრი და მძიმე საუბრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, დავშორდეთ“,-დაწერა ტრუდომ ინსტაგრამზე.
51 წლის ჯასტინ ტრუდო და 48 წლის გრეგუარი 2005 წელს დაქორწინდნენ, მათ სამი შვილი ჰყავთ- ორი ბიჭი და ერთი გოგო.
Facebook Comments Box