პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: შოვში ღვარცოფი ჩვენ გვეწყინა, ოპოზიციას გაუხარდა, ნებისმიერ უბედურებაში ოპოზიცია საკუთარ შანსს ხედავს

შოვში ღვარცოფი ჩვენ გვეწყინა, ოპოზიციას გაუხარდა – ამის შეაახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

მისი განცხადებით, შოვში მეწყერის ჩამოწოლის ფაქტზე, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების რეაქცია ადასტურებს, რომ ისინი უბედურ შემთხვევებში საკუთარ შანსს ხედავენ და ცდილობენ, საქართველოში რაც შეიძლება მეტი მსგავსი შემთხვევა მოხდეს.

ჭოტორლიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს და სწორედ ამიტომ არ აძლევს ხმას ოპოზიციას.

“შოვში ღვარცოფი ჩვენ გვეწყინა. ოპოზიციას გაუხარდა. არიქა რამენაირად დავუკავშიროთ ახლა ეს ღვარცოფი ხიდაშელს, ხიდაშელი ბიძინას, ბიძინა ჩინეთს და რუსეთსო. ნებისმიერ უბედურებაში რომელიც საქართველოში ხდება ოპოზიცია ეძებს შანსს და ცდილობს უბედურებები რაც შეიძლება ბევრი იყოს. ხალხი ამას ხედავს და ამიტომ არ აძლევს ხმას ოპოზიციას. რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ოცნება, ოპოზიციას არ მისცემენ ხმას. იმიტომ რომ მთელი ოპოზიცია ბოროტი, ამბიციური გულნამცეცა ხალხია.” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,727 ნახვა
%d bloggers like this: