საგარეო პოლიტიკა

მოსკოვზე მეორე მარშამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი – დანილოვი

კიევის აღების სურვილის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება კრემლში ახლა უნდა მოემზადოს მოსკოვის დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა

„კრემლის ამჟამინდელი მდგომარეობა ისეთია, რომ კიევზე მეორე შეტევის განუხორციელებელ სურვილს მოსკოვზე მეორე მარშის შესახვედრად მომზადების გადაუდებელი აუცილებლობა დაჩრდილავს და ამ მოვლენამდე არცთუ ისე დიდი დროა დარჩენილი“, – აღნიშნავს დანილოვი.

მისი თქმით, რუსეთში უკმაყოფილო საზოგადოების პროტესტი დაწყებულია.

„ტუბიდან პასტა გადმოსულია – რუსეთში სხვადასხვა ფერის უკმაყოფილო ხალხის პროტესტის ზრდა – უკან ჩაბრუნება შეუძლებელია“, – დასძინა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,734 ნახვა
%d bloggers like this: