საზოგადოება

რუსთავი2: ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან

გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია, ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და წამოსულია ვერტმფრენიც თბილისიდან, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მხრივაც. ვეკონტაქტებით, იქ ვინც არის ჩარჩენილი. დანგრეულია კოტეჯებიც. სამაშველო  უკვე ადგილზეა. პირველ რიგში მოქალაქეების ევაკუაცია იქნება საჭირო და ამ მხრივ ვამუშავებთ გეგმას“, – განაცხადა მარგველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოვში მეწყერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შოვში  მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,717 ნახვა
%d bloggers like this: