უცხოური მედია

ჩეხეთის პრეზიდენტმა 14 მოქალაქეს ნება დართო, იბრძოლონ უკრაინაში

ჩეხეთის პრეზიდენტმა ჩეხეთის 14 მოქალაქეზე გასცა უფლება, იმსახურონ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში.

ანალოგიური თხოვნა სახელმწიფოს მეთაურმა პეტრ პაველმა 8 მოქალაქეს არ დაუკმაყოფილა,-ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-მდივანზე დაყრდნობით, iRozhlas ავრცელებს.

ამ დროისთვის ჩეხეთის 146 მოქალაქე იბრძვის სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. 132-მა მათგანმა ნებართვა ყოფილი პრეზიდენტისგან მილოშ ზემანისგან მიიღო.

ჩეხეთის კანონმდებლობა ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავს უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან ერთად საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ამიტომ, ჩეხებმა პრეზიდენტისგან უნდა მიიღონ ნებართვა. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,611 ნახვა
%d bloggers like this: