საზოგადოება

თეა გოდოლაძე: რა უნდოდა კოტეჯებს ღვარცოფული მდინარეების პირას. მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ და ზუს­ტად ვიცი სად უნდა ვი­ცხოვ­რო და სად უნდა გავ­ჩერ­დე

სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე რა­ჭის სტი­ქი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებ­ზე საუბრობს.

მისი თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მაც და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც იცი­ან, რომ შოვი მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნაა და ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის პი­რას კო­ტე­ჯე­ბის ან სას­ტუმ­რო­ე­ბის აშე­ნე­ბა არას­წო­რია.

“სამ­წუ­ხა­როდ სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა არის მძი­მე სა­კი­თხი. თუ ჩა­სა­ხუ­ლი მე­წყე­რი ცნო­ბი­ლია, რა თქმა უნდა მო­ნი­ტო­რინ­გის პი­რო­ბებ­ში მისი დაძ­ვრის ალ­ბა­თუ­რი პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, როცა ცნო­ბი­ლია, რომ გაქვთ მე­წყრუ­ლი კერა და ის დაძ­ვრა­დია მო­ნი­ტო­რინ­გის პი­რო­ბებ­ში პროგ­ნოზს გა­ა­კე­თებ.

თუმ­ცა როცა მე­წყერ­სა­ში­ში რე­გი­ო­ნი გაქვთ, გაქვს მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა, კლი­მა­ტი ტე­ნი­ა­ნი, ხში­რი წვი­მე­ბი, ეს მე­წყერ­სა­შიშ პი­რო­ბებს ქმნის. რო­დე­საც ხდე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა რე­გი­ონ­ში, ამ დროს ხდე­ბა მე­წყერ­სა­ში­ში უბ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ამის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ­სე­ბობს. თუმ­ცა მე­წყრის პრე­ვენ­ცია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ­ხე­ლა მას­შტა­ბის სტი­ქი­ის პრე­ვენ­ცია ადა­მი­ა­ნის მას­შტა­ბებს აღე­მა­ტე­ბა.

აქ უნდა ვი­სა­უბ­როთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებ­ზე. ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, რომ ისე­დაც ვი­ცო­დით, რომ ეს სა­ში­ში ზონა იყოო, ზუს­ტად ეს არის, როცა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გაქვთ პრობ­ლე­მა, არ შე­იც­ლე­ბა ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის შე­ნა­კად­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აწარ­მო­ოთ. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი გეგ­მა ნე­ბის­მი­ერ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს უნდა ჰქონ­დეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. რა უნ­დო­და კო­ტე­ჯებს ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის პი­რას. არც ვჩერ­დე­ბი ხოლ­მე იქ. მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ და ზუს­ტად ვიცი სად უნდა ვი­ცხოვ­რო და სად უნდა გავ­ჩერ­დე, ეს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა უნდა იყოს” – ამ­ბობს გო­დო­ლა­ძე “ფორ­მუ­ლას­თან” სა­უბ­რი­სას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,050 ნახვა