პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო უსამძიმრებს – ამ რთულ მომენტში ჩვენ ვიზიარებთ მოძმე ქართველი ერის ღრმა მწუხარებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო უსამძიმრებს. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ღრმად შეძრული ვარ სტიქიური უბედურებით, რომელმაც საქართველოს რაჭის რეგიონში ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ასევე პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ სამძიმარსა და მხარდაჭერას თქვენ და მოძმე ქართველ ერს. დაღუპულთა ახლობლებსა და ნათესავებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, ხოლო დაშავებულებს – სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ რთულ მომენტში ჩვენ ვიზიარებთ მოძმე ქართველი ერის ღრმა მწუხარებას“, – აღნიშნავს ფაშინიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,782 ნახვა