საზოგადოება

რუსთავის სკოლა „რეცას“ დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეები სტიქიის ზონიდან ევაკუირებული არიან

რუსთავის სკოლა „რეცას“ დირექტორის, ვახო აბაიშვილის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები სტიქიის ზონიდან ევაკუირებული არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ აბაიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 61 ადამიანი რუსთავში ბრუნდება.

„ძალიან კარგად იმუშავეს მაშველებმა, სწრაფად გადმოგვაფრინეს და მოვდივართ რუსთავში. ორ ნაწილად ვიყავით, ნაწილი ბანაკში იყო, ისვენებდნენ და მეორე ნაწილი წავედით უძირო ტბაზე. ტბიდან ჩვეულებრივად დავბრუნდით, მაგრამ ბანაკში ვეღარ დავბრუნდით. ლაფი იყო, მანქანები და სახურავები მოჰქონდა. ბანაკში დარჩენილები დღეს დილით გადმოაფრინეს. სულ 61 ადამიანი ვართ და ყველანი კარგად ვართ“, – განაცხადა ვახო აბაიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,755 ნახვა