საზოგადოება

სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.

„პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და პროცესი გრძელდება მდინარეზე. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებითაც მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და რეალურად, როგორც ვგეგმავდით, დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართული. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.

ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,742 ნახვა