პოლიტიკა

ჩხობაძე: გეოლოგიური დეპარტამენტი დიდი რეფორმების დროს, 2007 წელს, გაუქმდა. ქვეყანას რომელსაც უმძიმესი ოროგრაფიული ვითარება აქვს, აუცილებელია მსგავსი სამსახური ჰქონდეს

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ ” ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენისთანა ქვეყნისთვის ერთიანი გეოლოგიური სამსახურია არსებობა, რომელიც 2007 წელს გაუქმდა.

“ხვალ გაემგზავრებიან ადგილზე გეოლოგების ჯგუფი. უნდა გაირკვეს ჩვეულებრივი მეწყერია, ღვარცოფული თუ სხვა. ჩვენ გვყავს საბედნიეროდ ჯერ კიდევ ასეთი გეოლოგები. ბოლომდე ვერ მოვშალეთ ეს სამსახური, მიუხედავად იმისა რომ გეოლოგიის დეპარტამენტი სრულიად გაუქმდა და ეს მოხდა დიდი რეფორმების ფონზე 2007 წელს. ქვეყანა რომელსაც უმძიმესი ოროგრაფიული მონაცემები აქვს და სერიოზული პრობლემები აქვს, მას არ აქვს ერთიანი გეოლოგიური სამსახური. პრობლემაა ისიც რომ მუნიციპალიტეტში არაა ერთი ადამიანიც კი ვისაც შეუძლია სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნა წაიკითხოს და პრევენციული ღონისძიებები გაატაროს”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,775 ნახვა