ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ლატვიამ განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა საქართველოს 16 მოქალაქეს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა.
„მე დავამატე საქართველოს 16 მოქალაქე ლატვიის არასასურველ პირთა სიაში, ავუკრძალე მათ ქვეყანაში შემოსვლა განუსაზღვრელი დროით. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად“, – დაწერა მან.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ასევე ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების ვებგვერდზეც. განცხადებაში არ არის მითითებული, რა იყო პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზები და კონკრეტულად ვინ მოხვდა სიაში.