პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, რომ ანრი ოხანაშვილი ამ უმნიშვნელოვანესი უწყების, სუს-ის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა მედიასთან სუს-ის ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილის დანიშვნის შესახებ გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, ანრი ოხანაშვილი ამ უმნიშვნელოვანესი უწყების წარმატებული ხელმძღვანელი იქნება.

„[სუს-ში], ამ უმნიშვნელოვანეს უწყებაში, რომლის მიზანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, როგორც გარე მტრებისგან, ისე, ქვეყანაში არსებული მეხუთე კოლონისგან (რომელიც, სამწუხაროდ, მრავლად გვყავს), იყოს დაცული, დარწმუნებული ვარ, რომ ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელის პოზიციაზე იქნება ძალიან წარმატებული. მას წარმატებას ვუსურვებ“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა