პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში „დოიჩე ველეს“ პრემიის ლაურეატი გახდა

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ „მედია განვითარების ფონდის“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატად დაასახელა.

„თამარ კინწურაშვილის მუშაობას დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს „დოიჩე ველეს“ გენერალური დირექტორი პიტერ ლიმბურგი.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ამჟამად კინწურაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ჯილდო მას 2025 წლის 7 ივლისს „დოიჩე ველეს“ მიერ ქალაქ ბონში ორგანიზებულ გლობალურ მედიაფორუმზე გადაეცემა.





Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა