უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით, ჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

„მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით. ჯილსა და ოჯახს ვუსურვებთ თბილ და საუკეთესო სურვილებს, ჯოს კი სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკის 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის აგრესიული ფორმის კიბო დაუდგინდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა