უცხოური მედია

ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნე დაუდგინდა

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნის „აგრესიული ფორმა“ დაუდგინდა. დიაგნოზის შესახებ განცხადება ბაიდენის ფონდმა გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ სიმსივნე ბაიდენის ძვლებზეც გავრცელდა.

ბაიდენი და მისი ოჯახი მკურნალობის მეთოდებს განიხილავენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიმსივნე ჰორმონებზე რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მკურნალობა სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება.

82 წლის ბაიდენს დიაგნოზი გასულ პარასკევს დაუსვეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა