პოლიტიკა

“გერმანიის ელჩმა ქართული არ იცის და სასამართლო დარბაზშიც არავინ უთარგმნის…” – შალვა პაპუაშვილი

x

თვალ­ში სა­ცე­მია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში, გერ­მა­ნი­ის ელჩი კონ­კრე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბის გად­მო­სა­ცე­მად მხატ­ვრულ მე­თო­დებს იყე­ნებს და შერ­ჩე­უ­ლი ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მან ინ­ტერ­ვიუ პლა­კა­ტის – “თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზი­ას“ ფონ­ზე ჩა­წე­რა. ამით მან მკა­ფი­ოდ გა­დას­ცა თა­ვი­სი გან­წყო­ბა იმ მო­სა­მარ­თლეს, რომ­ლის პრო­ცეს­საც, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აკ­ვირ­დე­ბო­და, – ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, იმ ფონ­ზე, რომ ელჩმა ქარ­თუ­ლი არ იცის და დარ­ბაზ­შიც არა­ვინ უთარ­გმნი­და, ცხა­დია, რომ ამ “დაკ­ვირ­ვე­ბის“ მი­ზა­ნი არა პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­გე­ბა იყო, არა­მედ მო­სა­მარ­თლის­თვის გან­წყო­ბის ჩვე­ნე­ბა, რომ მას “დიდი ძმა“ აკ­ვირ­დე­ბა და თუ ის სა­სურ­ველ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებს, შე­დეგ­საც მო­იმ­კის.

“მი­თუ­მე­ტეს, რომ გერ­მა­ნი­ის ელჩს გვერ­დით ეს­ტო­ნე­ლი კო­ლე­გა ეჯდა, რომ­ლის მთავ­რო­ბა­მაც სწო­რედ ამ მო­სა­მარ­თლეს ეს­ტო­ნეთ­ში შეს­ვლა აუკ­რძა­ლა, ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის არ­მი­ღე­ბის გამო. რა თქმა უნდა, რო­გორც პრო­ცეს­ზე ამ­გვა­რი “თვალ­თვა­ლი“, ისე გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის ამ ლო­ზუნ­გის ფონ­ზე გა­მო­ჩე­ნა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლაა, რაც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის ცალ­სა­ხა დარ­ღვე­ვაა. ამა­ვე დროს, ეს ქცე­ვა არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მა­ნამ­დე ვი­ხი­ლეთ, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ის ელჩი სხვა ბა­ნე­რის ფონ­ზე გა­მოჩ­ნდა და რო­მელ­ზეც რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის ცნო­ბი­ლი ყი­ჟი­ნა “მონა“ ეწე­რა. რა­დი­კა­ლე­ბის ეს ყი­ჟი­ნა შემ­თხვე­ვი­თი და წინ­და­უ­ხე­და­ვი წა­მო­ძა­ხი­ლი არ არის. ამ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტაქ­ტი­კის მი­ზა­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე თავ­დას­ხმის­თვის მო­რა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის მოშ­ლაა. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მისი ამომ­რჩე­ვე­ლი მო­ნაა, ესე იგი, ის უუფ­ლე­ბო, უსა­ხე­ლო, უღირ­სე­ბო არ­სე­ბაა, ნივ­თი და არა ადა­მი­ა­ნი და თუ მის ღირ­სე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნო­ბას არ აღი­ა­რებ, მა­შინ მას­ზე არც ადა­მი­ა­ნუ­რი კა­ნო­ნე­ბი ვრცელ­დე­ბა. ამი­ტომ მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა, დევ­ნა, თავ­დას­ხმა, ამის სხვე­ბის და­სა­ნა­ხად კე­თე­ბა და თა­ვის მო­წო­ნე­ბა სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი და და­საშ­ვე­ბია. ერთი სი­ტყვით ყვე­ლა­ფე­რი, რაც, მათ შო­რის, გერ­მა­ნი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ რი­ტუ­ა­ლად აქ­ცი­ეს“, – წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა