პოლიტიკა

„ვემზადებით ნებისმიერი, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც“ – ანა ბუჩუკური

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია გახარია საქართველოსთვის პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ – ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის.

რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები.ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!,- ამბობს პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი ანა ბუჩუკური ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით.

მელიას თქმით, აქვს იმედი, რომ 26 მაისს პოლიტიკური სუბიექტები გასცემენ კითხვაზე პასუხს, იღებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ოქტომბერშია ჩანიშნული. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა