პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი – ტყუილია, რომ პოლიციას ვღლით, ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ

გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება? აუცილებლად პროტესტი,-ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ტყუილია, რომ პოლიციას ვღლით, ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ. ვინც ისვენებს არ გამოჰყავთ, არ სჭირდებათ, მით უფრო ახლა, ყველა პოლიციაში შეყარეს. თუ გამოიყვანენ იმხელა პრემიას მისცემენ, დამიჯერეთ ბედნიერია.

გრძელვადიანი თამაში ბიძინასია. ეგ იცის და ეგაა მისი ძლიერი მხარე. იქ, სადაც სპონტანურობა იყო შეხედეთ რამდენი შეცდომა დაუშვა. ძალაუფლებასაც გადაამეტა, ჭავლსაც და ხარებასაც. ძალიან ხილული იყო მისი პანიკა.

ადამიანს, რომელსაც ორი კრედიტი ჯარიმის გადასახდელად უკვე აღებული აქვს, ფონდები დაუხურა, მესამე კრედიტს ფიზიკურად ვერ აიღებს. თუ მოუნდება (ადმინისტრაციული 60 დღე გახადა) ნებისმიერ აქტივისტს რომელიც ხმაურობს, ეტყვის რომ თავზე ქუდი არ ახურია და გაარიდებს. გაიხსენეთ, აღდგომას ხალხი ბარდიულზე დგომისთვია დააკავეს.

ანუ, გრძელვადიანში რომ მოიგოს კანონებიც მოირგო.

ზოგადად შეხედეთ სურათს, მათ და ჩვენ და ხილულია ვინ დაიღალა. იქეთაა ყველაფერი, ფული, ძალაუფლება, უმორალობა, აქეთაა პატრიორიზმი და სოლიდარობა. აი, ამ უკანასკნელს ჯერ ვერაფერი მოუხერხა.

ერთადერთი რაც ამათ ღლით, სანქციებია.

თუ გულს მოგვფხანს დავწერ რომ გამოვფიტეთ:)) მაგრამ მე გამოფიტულს სხვა ადგილებს ვხედავ. ეს რეალობა უნდა გავიაზროთ და ვიმოქმედოთ.

ახლა სადღეგრძელოების დრო არაა, მოქმედების დროა და ამიტომ ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს და რა შეგვიძლია “,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა