ხელოვნება და კულტურა

ანსამბლი „სუხიშვილები“: აჩიკო  გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა. ნინო სუხიშვილის ნათქვამი ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული

ანსამბლი “სუხიშვილები” განცხადებას ავრცელებს tbilisi open air-ის ფესტივალზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. საუბარია ანსამბლის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის განცხადებაზე, რომელმაც სცენიდან დაგმო, მკრეხელობა უწოდა და გაემიჯნა იმ სიტყვებს, რომელიც წინა გამომსვლელის მხრიდან გაჟღერდა..

სუხიშვილის ნათქვამმა ფესტივალის სტუმრებსა და საზოაგდოების ნაწილში გაურკვევლობა და კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით სუხიშვილმა განმარტა, რომ გულისხმობდა ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტს.

ანსამბლი “სუხიშვილები” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ხელმძღვანელის მიმართ გამოხატული კრიტიკა იყო სამართლიანი.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა. აჩიკო  გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა.

დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა, რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა. ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.

გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია”, – წერია ანსამბლს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა