უცხოური მედია

BBC- სასწრაფო ინფორმაცია: ისრაელი აცხადებს, რომ ირანს პრევენციულად დაარტყა. თეირანში აფეთქებების ხმები ისმის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში ირანიდან საპასუხო დარტყმას ელიან.

„პრევენციული დარტყმის შემდეგ უახლოეს მომავალში ველოდებით სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით დარტმას ისრაელზე და მის მოსახლეობაზე“,-ნათქვამია განცხადებაში.

Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ თეირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით აფეთქებების ხმები ისმის. სააგენტო აღნიშნავს, რომ აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა