სამართალი

ბაჩო ახალაიას მეუღლე სუს-ში დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინიტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს. ამის შესახებ ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეც დამიბარეს, ოღონდ სუს-ში… ტყეში რომ თავისი ჩათხრილი იარაღი ამოთხარეს, მაგ საქმეზე მიბარებენ თურმე (აქ არ ვიცი რომელი სმაილიკი გამოვიყენო, ვერ ვიპოვე შესაბამისი)“,-წერს ბაჩო ახალაიას მეუღლე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს ბაჩო ახალაია შსს-ში, გამოკითხვაზე მივიდა.



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა