პოლიტიკა

ბაჩო ახალაიას შსს-ში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც გამოკითხვა გრძელდება

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე იმყოფება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესში ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა, რის გამოც უწყებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გაეწია შესაბამისი დახმარება.

ამ დროისთვის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა გრძელდება.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე 13:00 საათიდან იმყოფება. ის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაიბარეს.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. გავრცელებულ ჩანაწერში 4 ოქტომბერს მოვალენათა განვითარების შესახებ არის საუბარი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა