„მე არაფერი დასამალი არ მაქვს. გასაგებად ავუხსენი ვის ვიცნობ, საიდან ვიცნობ, ვისთან ვახლობლობ, რა ურთიერთობები მაქვს და ა.შ“ — ბაჩო ახალაიამ გამოკითხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
მისივე თქმით, წარმოდგენა არ აქვს, რატომ იყო გამოძახებული სასწრაფო.
ჟურნალისტი კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ ის შეუძლოდ გახდა, ბაჩო ახალაიამ უპასუხა: „არა არა, არ ვიცი, რას ნიშნავდა. მახო რომ ამოვიდა, მაგან მითხრა და წარმოდგენა არ მაქვს, ეგ ყველაფერი რას ნიშნავს. ვერ მივხვდი, არასერიოზული სიგიჟე იყო“,-განაცხადა მან.
მისივე თქმით, ახლახანს გაიგო, რომ მისი მეუღლე სუს-ში დაიბარეს და გაერკვევა, რაშია საქმე.
Facebook Comments Box











