უცხოური მედია

ტრამპი ანტიქრისტეს წინააღმდეგ, აშშ-ის ნგრევა და მასკის მილიარდები: PayPal-ის დამფუძნებლის კერძო ლექციები ქსელში გავრცელდა

მილიარდერი პიტერ ტილი, გადახდის სისტემა PayPal-ის დამფუძნებელი, კერძო გამოსვლებისას აფრთხილებდა მასკს, რომ მისი ქონება „დახურულ ფონდებში გადაინაცვლებდა, რომლებსაც ბილ გეითსი აირჩევდა“. საუბარია უორენ ბაფეტისა და ბილ გეითსის მიერ დაარსებულ ორგანიზაცია Giving Pledge-ზე, რომლის წევრებიც თავიანთი ქონების უდიდესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გადაცემას პირდებიან. ტილის ლექციების აუდიოჩანაწერები მედიაში – მათ შორის Reuters-სა და Washington Post-ში – მოხვდა.

ტილის განცხადებით, მრავალმილიარდიანი ქონება, რომელიც გეითსის ხელში არ უნდა აღმოჩნდეს, ანტიქრისტესთან საბრძოლველად იქნებოდა მიმართული. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ აქტივისტი გრეტა ტუნბერგი და ახალი ტექნოლოგიების ან ხელოვნური ინტელექტის სხვა კრიტიკოსები „ანტიქრისტეს ლეგიონერები“ არიან.

ტილის თქმით, ტექნოლოგიებზე კონტროლი ხელს უშლის ბიზნესს და აშშ-ს ემუქრება  ნგრევითა და ბოროტების ტოტალიტარული მმართველობით. შეხვედრებზე ტილი ასევე განიხილავდა, შეეძლო თუ არა ტრამპს ანტიქრისტესთვის შემაკავებელ ფაქტორად ქცევა.

როგორც WP აღნიშნავს, ტილს, რომლის ქონება $27 მილიარდით არის შეფასებული, მჭიდრო კავშირი აქვს ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან. მან ასევე მხარი დაუჭირა რესპუბლიკელი კანდიდატის საპრეზიდენტო კამპანიას 2016 წელს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა