პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი მანჩო გიორგობიანის დაკავებაზე – ბიძინა ჩაერიე დროზე და გაათავისუფლე შენი ერთგული მომხრე! თორემ ძველბიჭები და ძველგოგოები განგიდგებიან

ქოცებმა დღეს დაიჭირეს ვინმე ვაკელი მანჩო, რომელიც 2013 წელს შემომივარდა პიცერიაში და რაღაც საგნებს მესროდა,-ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მანჩო გიორგობიანის დაკავებას.

„ამჯერად ეთნიკურად აზერბაიჯანელ ჩვენს თანამოქალაქეებს მიუხტა თავის ბანდასთან ერთად.

ასე რომ ძველი გოგო დააკავეს, მაგრამ რა თქმა უნდა, არავინ ჩასვამს “აბა ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო”.

ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია.

ბიძინა ჩაერიე დროზე და გაათავისუფლე შენი ერთგული მომხრე! იცოდე სხვა შემთხვევაში ძველბიჭები და ძველგოგოები განგიდგებიან, არადა აქამდე მაგათ მხრებზე მოიტანე“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა