უცხოური მედია

აშშ-მა ყაზახეთში არსებული, მსოფლიოს უდიდესი ვოლფრამის საბადოს დამუშავებაში ყველაზე დიდი წილი მიიღო

ყაზახეთის სახელმწიფო სამთო კომპანიამ და ამერიკულმა Cove Capital-მა ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ განაცხადეს. ახალი კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს აუთვისებელ ვოლფრამის საბადოს დაამუშავებს, რომელიც ყაზახეთის ყარაღანდის ოლქში მდებარეობს.

ამერიკული კომპანია ახალი საწარმოს აქციების 70%-ს და იშვიათი მიწათა ლითონების რეალიზაციის წილს მიიღებს, ყაზახურ მხარეს კი მხოლოდ 30% დარჩება. წინასწარი გათვლებით, ახალი საბადო ვოლფრამზე აშშ-ის მოთხოვნილებას მომდევნო 50 წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს.


შეთანხმების თანახმად, ყაზახური პროექტებიდან ლითონის მიწოდება გამოყენებული იქნება „უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის მთავრობისა და ამერიკული მრეწველობის საჭიროებებისთვის“.

„ეს არის მთელი თაობის გამარჯვება აშშ-თვის და მისი საჭიროებებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებში“, – განუცხადა Cove Capital-ის გენერალურმა დირექტორმა, პინი ალტჰაუსმა, Reuters-ს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა