პოლიტიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.

„მოგიწოდებთ, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.