პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ უორენ დევიდსონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელმჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის კონგრესმენ უორენ დევიდსონთან შეხვედრა გამართა, რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს და აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარეა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩოს ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

“აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ, უორენ დევიდსონთან, (R) რომელიც ოჰაიოს შტატს წარმოადგენს. კონგრესმენი დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარეა და ფინანსური სერვისებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრია. შეხვედრაზე განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და აღინიშნა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) მნიშვნელობასა და დადებით გავლენას რეგიონში.”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.