პოლიტიკა

გია აბაშიძე: როცა “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა თავდაცვითი მექანიზმები ოჯახურ ღირებულებებზე და არასრულწლოვნებზე, აგენტოკრატია ამას კრემლის ცრუ პროპაგანდას უკავშირებდა, თუმცა რეალობა ევრობიუროკრატთა სიცრუეს გვაჩვენებს

x

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამ მორიგი თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილებით, ევროკრატიას მოუწევს შიდა ბრძოლები ერთნაირსქესიანთა ქორწინების არმცნობ ქვეყნებთან.

„ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ევრობლოკმა ერთსულოვნად უნდა აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება: როცა “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა თავდაცვითი მექანიზმები ოჯახურ ღირებულებებზე და არასრულწლოვნებზე, აგენტოკრატია ამას კრემლის ცრუ პროპაგანდას უკავშირებდა, თუმცა რეალობა ევრობიუროკრატთა სიცრუეს გვაჩვენებს. ამ მორიგი თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილებით, ევროკრატიას მოუწევს შიდა ბრძოლები ერთნაირსქესიანთა ქორწინების არმცნობ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან, მაგალითად: ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა. გამოჩნდებიან სხვა მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც ძალიან მობეზრდათ ფონ დერ ‘ფაიზერის’ კაბინეტში გენერირებული სავალდებულო სიბრიყვეები. ძლიერდება დეგრადაცია ბრიუსელის არარჩეულ მაღალჩინოსნებში ევროპაზე და კავშირში წევრობის მსურველებზე ისეთი სიმახინჯეების თავზე მოხვევით, რომლებიც არ მიესადაგება კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებებს. და ისინი უმცირესობას ნამდვილად არ წარმოადგენენ.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.