პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“: საქმიანი (სატყეო) ეზოები კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ, გეოგრაფიულად, მეტად გონივრულად არის გადასანაწილებელი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი – „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მომხსენებელიც იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, მომხსენებლსა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქმიანი (სატყეო) ეზოები კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ, გეოგრაფიულად, მეტად გონივრულად არის გადასანაწილებელი.

„კარგია, რომ ვიგეგმებით. რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ ეს მოგვესწრო მანამდე. ასევე, კარგია, რომ პერსონალი რაოდენობრივად იზრდება, მაგრამ ერთი, რჩევისთვის – საქმიანი (სატყეო) ეზოები კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ, გეოგრაფიულად, ვფიქრობ, მეტად გონივრულად არის გადასანაწილებელი. მით უმეტეს, მთიან რეგიონში მიწვდომადობა გართულებულია და ზოგჯერ ტრანსპორტირება იმდენი უჯდება [ადამიანს], რომ იძულებულია ან დარღვევაზე წავიდეს, ან იქ, ადგილზე, შეიძინოს სხვა გზით. ამიტომ, მხოლოდ არსებობა არა, მიწვდომადობაც უნდა იყოს გათვალისწინებული და მისი გეოგრაფიული შინაარსიც – ეს ჩემი რჩევა, პრაქტიკიდან“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, საქმიანი (სატყეო) ეზოების ლოკაციაც იქნება გადასინჯული და მათი ეფექტიანობის გაზრდაზეც მიმდინარეობს მუშაობა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.