Uncategorized

ნინო ფოჩხუა: ჩვენ კი დიდი ხანია ვიცოდით ბიძინა ივანიშვილის მიმართ ავაზაკური რეკეტის შესახებ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარისგან ამის წამოცდენა თუ აღიარება ბევრად საინტერესოა

x

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალურ აღიარებას ეხმიანება, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს ვერც მუქარით, ვერც მანიპულაციებით და ვერც შანტაჟით ვერ შეაშინებ.

„ აღიარებაც არის და აღიარებაც. ჩვენ კი დიდი ხანია ვიცოდით ბიძინა ივანიშვილის მიმართ ავაზაკური რეკეტის შესახებ, მაგრამ ნაცმოძრაობის თავჯდომარისგან ამის წამოცდენა თუ აღიარება ბევრად საინტერესოა. ე.ი. რა გამოდის, შანტაჟი? აშანტაჟებენ უდანაშაულო ადამიანს, რაშიც აქაური აგენტურაც ჩართულია? ნუთუ ამდენი ხანი ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერც მუქარით, ვერც მანიპულაციებით და ვერც შანტაჟით ვერ შეაშინებ. სამშობლო ფულში არ იცვლება!“ – წერს ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.