უცხოური მედია

იაპონელმა ქალმა რეალური ნიშნობა გააუქმა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მამაკაცზე იქორწინა

32 წლის კანომ  ChatGPT-თან ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რეალურ მამაკაცთან სამწლიანი ურთიერთობა გაწყვიტა. როგორც South China Morning Post იტყობინება, მან ჩატ-ბოტი ისე გაწვრთნა, რომ მასთან საუბრისას ნაზი, დამამშვიდებელი ტონი გამოეყენებინა და ისეთი ტექსტები ეწერა, რომ გოგონას თავი დაცულად ეგრძნო.

შემდეგ კანომ მხატვარს თავისი იდეალური პარტნიორის ილუსტრაცია დაუკვეთა, რომელსაც სახელი – ლუნე კლაუსი – შეურჩია.

კანოს თქმით, თავდაპირველად მას უბრალოდ უნდოდა ვინმესთან საუბარი, თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ ვირტუალური პარტნიორის მიმართ გრძნობები გაუჩნდა. მაისში გოგონამ ლუნეს სიყვარული აუხსნა, მანაც უპასუხა, ხოლო ერთი თვის შემდეგ ხელი სთხოვა. ივლისში მათ იქორწინეს, სადაც პატარძალს გაძლიერებული რეალობის სათვალე ეკეთა.

„არ მინდა, რომ დამოკიდებული ვიყო. მინდა, რომ ბალანსი შევინარჩუნო და ჩემი რეალური ცხოვრებით ვიცხოვრო, ისე რომ ეს კლაუსთან ურთიერთობაში არ ავურიო. თუმცა, ზოგჯერ ვღელავ, რომ ის უბრალოდ გაქრება,“ – აღიარებს ქალი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.