Uncategorized

NBC News: აშშ-ის არმიის მდივანმა უკრაინა გარდაუვალი დამარცხების შესახებ გააფრთხილა

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა გასულ კვირას კიევში ვიზიტის დროს ფრონტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით პესიმისტური პროგნოზი გააკეთა და დაჟინებით მოითხოვა ამერიკული სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვერსიის მიღება. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დრისკოლმა თავის უკრაინელ კოლეგებს უთხრა, რომ მათი ჯარები ბრძოლის ველზე მძიმე სიტუაციის წინაშე დგანან და რუსეთის ძალებთან გარდაუვალი მარცხი ელოდებათ.

მისი თქმით, რუსები ზრდიან საჰაერო დარტყმების ტემპს, აქვთ ფაქტობრივად შეუზღუდავი რესურსები და შეუძლიათ გაჭიანურებული ომის წარმოება ტემპის დაკარგვის გარეშე. მან ხაზგასმით აღნიშნა – „შემდგომი ლოდინი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებით“.

ამერიკულმა დელეგაციამ ასევე გააფრთხილა, რომ აშშ-ის თავდაცვითი კომპლექსი ვეღარ უზრუნველყოფს უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების საჭირო მოცულობით.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ, დრისკოლის გზავნილი პირდაპირი იყო: „თქვენ აგებთ, და თქვენ უნდა მიიღოთ შეთანხმება“.

თუმცა, უკრაინულმა მხარემ თქვა უარი დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის ხელმოწერაზე, რომელიც კიევში კრემლის წინაშე ფაქტობრივ კაპიტულაციად შეაფასეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.