პოლიტიკა

“გახარია-საქართველოსთვის” ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი- პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსასული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, სადაც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა

„ჩიხურია სიტუაცია. პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსასული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, რომელშიც შევიდა, რომელშიც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა და ეს მოსალოდნელიც იყო“ – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

როგორც ცქიტიშვილი ამბობს, პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის დაბრუნება წარმოუდგენელია და აქვე აცხადებს, რომ ახლა მათ „ორგანიზაციის კრიზისი“ აქვთ.

„დღეს ბევრად უფრო ფრუსტრირებულია საზოგადოება. პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკის დაბრუნება წარმოუდგენელია. მარტო პროტესტი ამას თავისთავად ვერ იზამს. პროტესტი არის საზოგადოებრივი ნება, ამის გამოხატულება უნდა იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია. ორგანიზაციის კრიზისი გვაქვს ახლა ჩვენ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ითავოს ან გაერთიანება, ან ერთობა, ან ფლაგმანი იყოს, ლოკომოტივი იყოს, მაღალი ნდობა ჰქონდეს, ამის კრიზისი გვაქვს და მე ასე ვუყურებ, რომ დღეს პარტიული პოლიტიკის მიღმა უნდა დავინახოთ პროცესი. ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. შესაძლებელია მოგვიწიოს გასვლა უსამართლო არჩევნებში და ეს არჩევნები ბრძოლის ახალ ველად უნდა ვაქციოთ, რაც არ გამოვიდა 4 ოქტომბერს და სამწუხაროდ, მცდელობებიც არ იყო საკმარისი. 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ შედეგი დადო ისეთი, როგორიც დადო იმიტომ, რომ პრაქტიკულად დაამარცხა ყველა მიმართულება“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.