უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის დროს ავღანეთიდან შემოვიდა – უნდა უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონში მომხდარი სროლა, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაიჭრა, „საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტია“.

„ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, დღეს, მადლიერების დღის წინა დღეს, ვაშინგტონში მომსახურე ეროვნული გვარდიის ორ წევრს თეთრი სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში, ახლო მანძილიდან ესროლეს საშინელი ჩასაფრების ტიპის თავდასხმის დროს. ეს იყო დანაშაული ჩვენი მთელი ერის წინააღმდეგ. ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, საჭიროა ყველა მიგრანტის ხელახლა შემოწმება, რომლებიც ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდნენ.

„ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ეროვნული გვარდიის ორ წევრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

„შემიძლია გაცნობოთ, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან – ჯოჯოხეთის ჯურღმულიდან – შემოვიდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან თავისი წინამორბედი, ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის სექტემბერში შემოიყვანა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.