პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: გერმანიის ელჩის განცხადება არის 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვები. ევროპული საბჭო საკითხს დახურავს წელს, გახსნის 2028 წელს, როდესაც საქართველო ფაქტის წინაშე დააყენებს და ეტყვის – შევასრულე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და გახსენი მოლაპარაკებები წევრობაზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია რომ, გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს – დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფიშერის განცხადება 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვებია.

მისივე თქმით, ევროპული საბჭო საკითხს დახურავს წელს, გახსნის 2028 წელს, როდესაც საქართველო ფაქტის წინაშე დააყენებს და ეტყვის – შევასრულე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და გახსენი მოლაპარაკებები წევრობაზე.

„ნანახი გვაქვს ასეთი “კინოები,” ეს არის 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვები. ევროპული საბჭო საკითხს დახურავს წელს, გახსნის 2028 წელს, როდესაც საქართველო ფაქტის წინაშე დააყენებს და ეტყვის – შევასრულე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და გახსენი მოლაპარაკებები წევრობაზე, თუ უარს ამბობ ესეც გვითხარი და დაასაბუთე. ისე, რატომ უნდა ამ კაცს რომ აქედან შერცხვენილი წავიდეს და ქართულ გერმანული ურთიერთობების ისტორიაში მისი ელჩობა შავ ლაქად დარჩეს? ეტყობა მაგრად ჰკიდია ეს ამბავი.“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნაცმოძრაობის აქტივისტი მამუკაშვილი: ჩვენ რა ტერორი გამოვიარეთ 4 ოქტომბრის შემდგომ და 1 წლის მერე “სასახლესთან ჩავიდეთ” იდეის ავტორი რომ გამოდის და ბრალს აღიარებს, რანაირად არ უნდა გაგიჩნდეს კითხვები? ანუ ტიპი აღიარებს, რომ სასახლეში შეჭრა უნდოდა, მამაკაცურ ძალას მაგიტომ მოუხმო? თუ რა ჯანდაბას აღიარებს, რა უნდა?!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.